„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბატონო პრეზიდენტო თქვენს გარშემო თუ კრიმინალია ეს თქვენი სირცხვილია და არა სამართალდამცავების.
პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი დღეს საუბრობდა, რომ ხელისუფლებამ მისი ოჯახის დევნა დაიწყო. პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა უნდა იცოდნენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ შეიძლება უბრალო მოქალაქეები ციხეში იჯდნენ და პრეზიდენთან დაახლოებული პირები კი განსაკუთრებული სტატუსითა და ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ. პრეზიდენტთან დაახლოებული პირები სააკაშვილის დროსაც სამარლდებოდნენ და იხდიდენ სასჯელს და ახლაც. ავიღოთ თუნდაც მარგველაშვილის ცოლის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი. რომლესაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და პრეზიდემტმა მარგველაშვილმა 2014 წელს შეწყალების წესით გაათავისუფლა. თუმცა, მას მხოლოდ სასჯელის სამი წელი ჰქონდა მოხდილი. პრეზიდენტ მარგლველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი. პირველად ის 2008 წელს იქნა დაკავებული. ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მას ორი წლით მიესაჯა პატიმრობა და ორიც პირობითი და სამი ათას ლარიანი ჯარიმა. ამნისტიის შეხების შემდეგ მან საპატიმრო 9 თვეში დატოვა. თუმცა, 2009 წელს ის ისევ ნარკოტიკის მოხმარებისთვის იქნა დაკავებული. სულ ბოლოს ის 2011 წლის მაისში იქნა დაკავებული და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის - ჯგუფური და განზრახ მკველელობის მცდელობისთვის იქნა გასამართლებული და 17 წელი მიესაჯა.
2017 წელს პრეზიდენტის ცოლის ძმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიეცა პასუხისგებაში და აქაც დაიწყო საუბარი პრეზიდენტის ოჯახის დევნაზე.
ბატონო პრეზიდენტო თქვენს გარშემო თუ კრიმინალებია ეს თქვენი სირცხვილია და არა სამართალდამცავების...",- წერს მჟავანძე.