logo_geo
eng_logo
„ჩვენ ვსწავლობთ დასაქმებისათვის...“
- +

22 მარტი. 2017. 00:06



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოცაილურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ჩვენ ვსწავლობთ დასაქმებისათვის"...

„ჩვენ გვსურს ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა, რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროფესიები..."

საქართველოს პარლამენტში ეს ორი უმნიშვნელოვანესი მესიჯი გააჟღერეს დღეს ახალგაზრდებმა, რომელთაც შეეხოთ დაუნის სინდრომი და რომლებიც მშობლებთან ერთად იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, წელს პირველად აღინიშნა საქართველოს პარლამენტში კანომდებლობის გარშემო არსებითი საუბრით.

შეხვედრაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და კავშირი „ჩვენი ბავშვების" ორგანიზებით გაიმართა, თავად ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა წარმოადგინეს ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებებით მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანესი საკითხები.

აღინიშნა ის რეალური პროგრესი, რომელიც ინკლუზიური განათლების კუთხით უკვე მიღწეულია ქვეყანაში, თუმცა სერიოზული სამუშაო გვაქვს გასაწევი, რომ დაიხვეწოს ინკლუზიური განათლების ხარისხი, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე და ასევე ადგილზე შეისწავლის როგორც განათლების სისტემაში, ასევე კულტურის სფეროში დაუნის სინდრომით მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის არსებულ შესაძლებლობებს.

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებიც უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდნენ დაუნის სინდრომის ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდისა და ბავშვების უკეთესი მომავლის შენების გზაზე", - წერს ჯაში.


შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დახმარებით და კავშირი „ჩვენი ბავშვების" ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში კონფერენცია „ჩვენი ხმა საზოგადოებაში" გაიმართა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner