თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის ოთხ ქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური მინიმუმ სამი წელი უცვლელი დარჩება და მას სატრანსპორტო კომპანიები თვითნებურად ვეღარ შეცვლიან.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა 5 დეკემბერს გაძვირდა. 7 მარტს „თბილისის მიკროავტობუსმა" მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაზარდა.