logo_geo
eng_logo
„16 აპრილს ახალი თურქეთი დაიბადება“
- +

22 მარტი. 2017. 00:20


 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, თურქეთი ყოველმხრივ და დეტალურად განიხილავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს.


„თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner