logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ბათუმში აქციის მონაწილეები პირდაპირ იწვევდნენ სპეცრაზმს დარბევისკენ
- +

22 მარტი. 2017. 00:50



იყო მცდელობა „მაიდანის" სცენარის განხორციელების", - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ქანთარია აღნიშნავს, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელი აღმართა.


„ეს საპროტესტო აქცია დაიწყო სპონტანურად, თუმცა, როგორც კი ამან სერიოზული ფორმა მიიღო, მაშინვე მიაშველეს ხალხი, რომელიც იყო გაწვრთნილი და ეს აშკარად ჩანდა. იყო მცდელობა „მაიდანის" სცენარის განხორციელების. ჩვენ ეს გვქონდა მოსმენილი, ვიცოდით, რომ მზადდებოდა, ამიტომ პრევენციისთვის ვაკეთებდით განცხადებას, რამდენჯერმე აღიძრა კიდეც საქმე, ახლა კი, ნათლად დავინახეთ, რა შეეძლო და რისი გაფუჭება უნდოდა ამ ხალხს. ისინი პირდაპირ იწვევდნენ სპეცრაზმს დარბევისკენ, სამართალდამცველებმა კი აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადაიტანეს ეს ყველაფერი, სხვა განწყობა, სხვა სტილი და სხვა საქმე აჩვენეს. უნდოდათ, ყოფილიყო დაჩეხილი ხალხი, ხელებშეკრული, სისხლის კვალი და შემდეგ უკვე დაეანონსებინათ მშვიდობიანი მიტინგი. ბუნებრივია, ეს არ გამოვიდა. ახლა მთავარია სწორად დასჯა იმ ხალხისა, ვინც ხელი აღმართა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

ის ხალხი, ვინც ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩაიყვანეს. შემდეგ „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა ულტიმატუმიც კი წაუყენა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა აქციის მონაწილეებს. დასკვნები გამოსატანია, ანალიზი უნდა გაკეთდეს", - აცხადებს ქანთარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner