„ეჭვი მიჩნდება, რომ გარკვეულ ჯგუფს სურს, ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. დღეს შენობაში იყო რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც „ქართული ოცნების" ფრაქციის აპარატთან ერთად მუშაობდნენ დაზარალებულთა სიების დადგენაზე", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. სამუშიამ ასევე აღნიშნა, რომ „ბავშთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულებთან 5 შეხვედრა ჩატარდა.
„ამ ადამიანებთან 5 შეხვედრა ჩატარდა. გუშინდელი შეხვედრა აბსოლუტურად საქმიანი იყო. 2 საათი მიმდინარეობდა შეხვედრა სიების დაზუსტებაზე. მათთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა. გვაქვს ურთიერთობა „ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციასთან. 300 ადამიანზე იყო საუბარი, ნაწილი გამოვიდა ამ პროცესიდან იმის გამო რომ გამოიტანეს საქონელი და არ დაზარალდნენ. 187 ადამიანთან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მათთან ინდივიადუალურად დაიწყებს მოლაპარაკებას ადმინისტრაცია", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.