თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების" წევრმა ჯაბა სამუშიამ გადაცემა „რეაქციაში" „ბავშთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულების შესახებ ისაუბრა. როგორც სამუშიამ აღნიშნა, დაზარალებულებთან ერთად მოხდება საბოლოო სიის ფორმირება.
„შევხვდით ამ ადამიანებს, მათთან ერთად მოხდება საბოლოო სიის ფორმირება. მე ვფიქრობ, რომ იქითა კვირიდან კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ხალხს ამ გაჭირვებაში ყვლენაირად გვერდში ამოვუდგეთ", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.