logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მარგველაშვილს სურს ფორმაში ჩადგომა მომავალი არჩევნებისთვის
- +

22 მარტი. 2017. 02:57



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის წამოწყებული კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია" შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ ქმედებით ერთგვარად ემზადება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.


„პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ მისი სამი წარმომადგენელი ყოფილიყო კომისიაში, თუმცა, პრეზიდენტმა არ მოინდომა და უარი თქვა ამაზე. მას უნდოდა, ყოფილიყო კომისიის თანათავმჯდომარე. ახლა განაწყენებულმა დაიწყო პარალელურ მოედანზე გარკვეული მცდელობები კონსტიტუციის განხილვის მიმართულებით, თუმცა, ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული და რას განიხილავს, ცოტა გაუგებარია ჩემთვის.

 

საერთოდ მგონია, რომ ეს არის ერთგვარი მზადება, ის ზვერავს სიტუაციას, სურს ფორმაში ჩადგომა მომავალი არჩევნებისთვის. მარგველაშვილი გადის ხალხში, ელაპარაკება, ეს კი მისი უფლება და მოვალეობაა", - ამბობს ქანთარია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner