logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

22 მარტი. 2017. 10:08



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „გლოკ 19 "-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მაყუჩი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner