logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: არ ღირს კვალის დატოვების გამო შენი თანამედროვეების დაზარალება, მათი ცხოვრებაც წუთისოფელია...
- +

22 მარტი. 2017. 12:46



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„წიგნის დაწერა, ქანდაკების შექმნა, ხის დარგვა, შვილის გაჩენა, სახლის აშენება, თავის აფეთქება, ბიბლიოთეკის გადაწვა, გაპრეზიდენტება, ომის მოგება, სელფების გადაღება, უნივერსიტეტის დაარსება, კანონიერი ქურდობა, მოგზაურობა... ამ ყველაფრის მიზანია ადამიანის სურვილი, როგორმე მონიშნოს საკუთარი გაელვება ამ უკიდეგანო დრო-სივრცეში, რომელშიც ადამიანის და დედამიწის არსებობის ხანგრძლივობა ერთნაირად მიზერულია.

 

ეს ჩვენი მცდელობები რაღაცით წააგავს ისტორიულ ძეგლებზე ან ღობეებზე გაკეთებულ წარწერებს, здесь был Петя-ს სტილში. მაგრამ, ამის მიუხედავად, ქმნა ჯობს არაქმნასა, ოღონდ კვალის დატოვების მცდელობაში ვეცადოთ, სხვები არ დავაზარალოთ და კარგ საქმეებში დავიხარჯოთ. არ ღირს კვალის დატოვების გამო შენი თანამედროვეების დაზარალება, მათი ცხოვრებაც წუთისოფელია", - წერს უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner