logo_geo
eng_logo
„არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას!“
- +

30 მარტი. 2016. 22:01



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობას ეხება.


სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე არასწორია კონკრეტული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას."  


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:




„დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ემყარება არასწორ და არარსებულ ფაქტებს  თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს:

 

1. ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია,  როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს." ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაიმე სახის საქმისწარმოება შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით

 

2.  არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას"  

 

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძეს და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე შეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე ქონებასთან

 

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას  და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ვთხოვთ, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია."

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner