logo_geo
eng_logo
ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტი ექნება
- +

22 მარტი. 2017. 13:10



აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილს ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი ექნება.


ამასთან, ივანკა ტრამპს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს.


გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილს ექნება წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და ის, ფაქტობრივად, ტრამპის მრჩეველი იქნება.


ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპის თვალები და ყურები იქნება", - აცხადებს ივანკას იურისტი ჯეიმი ჰორელიკი.


ივანკა ტრამპის კაბინეტი ოვალური დარბაზის მახლობლად განთავსდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner