აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილს ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი ექნება.
ამასთან, ივანკა ტრამპს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილს ექნება წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და ის, ფაქტობრივად, ტრამპის მრჩეველი იქნება.
„ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპის თვალები და ყურები იქნება", - აცხადებს ივანკას იურისტი ჯეიმი ჰორელიკი.
ივანკა ტრამპის კაბინეტი ოვალური დარბაზის მახლობლად განთავსდება.