დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია" და ზურაბ შევარდნაძის სამებაღეო და ფლორისტული სახელოსნო, აგრძელებს ახალ საგანმანათლებლო მიმართულებას „მწვანე გაკვეთილები დიდებისათვის".
1 აპრილს, შაბათს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ზურაბ შევარდნაძე შემოგთავაზებთ მასტერკლასს თემაზე: „მოაწყვე საკუთარი აივანი".
სამუშაო თემებია:
* როგორ უნდა შევარჩიოთ მცენარე აივნისათვის;
* როგორ შევინარჩუნოთ სიმყუდროვე აივანზე;
* რა უნდა ვიცოდეთ, რომ წლის ნებისმიერ დროს აივანი იყოს მიმზიდველი;
* სააივნე კონტეინერების სეზონური გაფორმება
მასტერკლასი ჩატარდება 1 აპრილს.
ადგილმდებარეობა: დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია";
ჩატარდების დრო: 11:00 -13:00 საათი;
ღირებულება: 50 ლარი (ფასში შედის სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები cd დისკზე, ყავის შესვენება);
დასწრების რეგისტრაცია ნომერზე 599 18 16 34.