logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დავით ბერძენიშვილი რომელი პროდასავლური ელემენტია, ხომ არ იცით?
- +

18 თებერვალი. 2016. 22:38



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ დავით ბერძენიშვილის განცხადებები საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან და პროდასავლურ კუსრთან დაკავშირებით სასაცილოა:



„დავით ბერძენიშვილი რომელი პროდასავლური ელემენტია, ხომ არ იცით? არჩევნების გაყალბება როდიდანაა დასავლური ღირებულება, ან ფასეულობა? არჩევნების გაყალბება დასავლეთში სისხლის სამართლის დანაშაულად და პოლიტიკოსთა მხრიდან ყოვლადუკანონო, უღირს ქმედებად ითვლება. მეორე- ვექტორები, ვექტორები, ვექტორები! უკვე სასაცილოა ამ ვექტორებზე საუბარი. გაიგოს ამ პოლიტიკურმა ხვრელმა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ნატორეალისტები, ხოლო ის და მისი მატყუარა ჯგუფი ნატოაფერისტები არიან. ვეკითხები ამ პოლიტიკურ ხვრელს: თქვენი თავდაცვის მინისტრის მინისტრობისას რატომ გვტკიცა მწარე უარი ნატომ გაწევრიანებაზე? შემთხვევით, სწორედ რუსეთის საქმეს ხომ არ ემსახურება ქალბატონი თინიკო, რომელიც (მიშას მსგავსად) მუდმივად რუსეთს აგინებს და სინამდვილეში რუსეთის საქმეს აკეთებს?! სააკაშვილიც ასე "ებრძოდა" რუსებს და ბოლოს, ქართული მიწების 22%- სწორედ მათ უსახსოვრა. უკრაინაშიც რუსული საქმე გააკეთა, ყირიმის მოწყვეტით. თავდაცვის მინისტრიც ამტკიცებს,- პროამერიკელი ვარ და ვოცნებობ: რუსეთი აღიგავოს პირისაგან მიწისაო, მაგრამ რას ვხედავთ? ასეთი ნიჰილისტურ-პესიმისტური განცახდებები ნატოს სააკაშვილის რეჟიმის დროსაც კი არ გაუკეთებია. გამობრძანდეს თავდაცვის მინისტრი და გააკეთოს ახსნა-განმარტება, რა მოხდა, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, რომ ნატომ ჩვენზე ხელი ჩაიქნია. ამისი ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების გაყალბებაც ხომ არ არის?! რადგან, მოგეხსენებათ, ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა და არა გაყალბება, რაშიც ხიდაშელმა თავი გამოიჩინა. ახლა მესამე- პოლიტიკური ხვრელი, დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძეს მოუწოდებს დატოვოს პარლამენტი, თოფაძე დესტრუქციული ძალააო. ქართველი ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია რომ არ გაქვთ, ბატონო პოლიტიკურო ხვრელო, თქვენ,თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ და არჩევნების გამყალბებელმა მინისტრებმა დატოვეთ თანამდებობები, უფრო ზნეობრივი და ლოგიკური არ იქნება?! ჩვენ ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი მინისტრები გვჭირდება და არა პროამერიკელი, ან პრორუსი, ორივე "პრო" "პროა" ჩემთვის.

 

P.S.წეღან დავით ბერძენიშვილი GDS-ზე ვიხილეთ. იმედი მაქვს, ამავე არხზე მეც მომეცემა პასუხის გაცემის საშუალება ბატონი პოლიტიკური ხვრელისა და ძმები სტუკაჩოვებისთვის. ვისაც რუსული ენა დაავიწყდა, შევახსენებ, რომ სტუკაჩი ნიშნავს ჩამშვებს. სწორედ ჩამშვებებად მუშაობდნენ ძმები სტუკაჩოვები საბჭოთა ციხეში."


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner