ავტორი თეონა რამაზაშვილი
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე ინიშნება, თავად კობალაძე „რეპორტიორთან" არ ადასტურებს.
„ვერაფერს დაგიდასტურებთ. ჯერ-ჯერობით ჭორის დონეზე საუბარი არ შემიძლია.
ვინ დაინიშნება ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე, ეგ არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა, შესაბამისად კანონმორჩილი ხალხი ვართ და დაველოდოთ."- განაცხადა კობალაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ინიშნება.
ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ გადადგა.