logo_geo
eng_logo
სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა
- +

22 მარტი. 2017. 14:49


851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.


საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.


კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.


კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ს აღებას გეგმავს.


დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner