საფრანგეთის შს მინისტრმა ბრუნო ლე რუმ თანამდებობა დატოვა. მინისტრის გარშემო ბოლო პერიოდში სკანდალი აგორდა. ლე რუმ აღიარა, რომ თავისი შვილები საფრანგეთის პარლამენტში მაღალანაზღაურებად სამსახურში მოაწყო, თუმცა, მისივე განცხადებით, ამით კანონი არ დაურღვევია.
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას, ლე რუმ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ გამოძიებამ უწყების და მთავრობის მუშაობა შეაფერხოს.
ამჟამად შს მინისტრის მოვალეობას მათიას ფეკლი ასრულებს, რომელიც მანამდე საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის განვითარებისა და უცხოეთში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეების საქმეთა სახელმწიფო მდივნად მუშაობდა.