logo_geo
eng_logo
ჩოხატაურში 25 ბავშვზე გათვლილი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
- +

22 მარტი. 2017. 18:29




ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში 25 ბავშვზე გათვლილი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.


საბავშვო ბაღი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გახსნეს.

 

„მისასალმებელია, რომ სოფელ ამაღლებას ახალი ბაღი შეემატა. ჩოხატაურში ბოლო სამი წლის განმავლობაში მეექვსე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღია. ამიერიდან ჩვენი პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას და შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში", - განაცხადა გია სალუქვაძემ.


როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ბაღის მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და პროექტის ღირებულება 71 000 ლარს შეადგენს.

Description: https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/17474161_1469896209741297_255270457_o.jpg?oh=16a6534332515b57af4f04395c2a3150&oe=58D4B903


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner