logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩემი საქმიანობით უკმაყოფილო, ფიგურალურად 5 კაცი იყო!
- +

30 მარტი. 2016. 23:08



„რამდენიმე თვის განმავლობაში, დესტრუქციული ძალების მიერ ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა. ძალიან ბევრი ვეტერანი შეცდომაში შეიყვანეს და ნებსით თუ უნებლიედ, ისინი პოლიტიკური დესტრუქციული ძალის ინსტრუმენტად იქცნენ."- განაცხადა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა გადაცემაში 2030 უწყების შესახებ საუბრისას.


 

„ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, სუს-ის, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც იყვნენ.

 

ხელისუფლებას ვეტერანთა მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ჩემი დანიშვნისას, სამსახურის ბიუჯეტი 1 700 000 იყო, ახლა კი, 8 მილიონია. 12 ათასამდე ვეტერანს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა, 4 ათასს კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ჩვენი შუამდგომლობით, ძალიან ბევრი პრობლემა გადაეჭრა. ჩვენს მიერ შექმნილმა სამედიცინო კომისიამ მათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისები დაუფინანსა. 25 წლის განმავლობაში პირველად, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს ხელისუფლებამ 1000 ლარიანი სუბსიდია შეუქმნა და C ჰეპატიტის მკურნალობით ძალიან ბევრ ვეტერანს სიცოცხლის უფლება ახლიდან მისცა." - განაცხადა შიხიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომა გარკვეულ ძალებს შწირდებოდათ:



„ვეტერანთა სამსახურისთვის ყველა ვეტერანი თანაბარი იყო. მათ პოლიტიკური და სხვა მრწამსის მიხედვით არ ვყოფნით. ჩემი საქმიანობით უკმაყოფილო ფიგურალურად 5 კაცი იყო და 5 კაცის მოთხოვნის გამო პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს, მაგრამ მათი მოთხოვნების ანგაჟირება აქტიურად ხდებოდა. მე კი, არ მინდოდა, ჩვენი სამსახური და ვეტერანთა ჯგუფი ცალ-ცალკე მხარეებად წარმოჩენილიყო." - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner