logo_geo
eng_logo
ინგლისის პარლამენტთან მომხდარ ფაქტს ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე ტერორისტულ აქტად აფასებს
- +

22 მარტი. 2017. 20:32



ლონდონის პარლამენტთან მომხდარს ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე ტერორისტულ აქტად აფასებს. სკოტლანდ-იარდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ინციდენტს მიუდგებიან, როგორც ტერორისტულ აქტს მანამ, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო. ამჟამად შენობა ბლოკირებულია და შიგნით არავის უშვებენ. დაკეტილია მიმდებარე მეტროს სადგურიც.


BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრემიერი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.


შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე არსებობს სხვა ინფორმაცია, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამინი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner