logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია
- +

22 მარტი. 2017. 21:54



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ საკმაოდ გასამკაცრებელია. მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.


ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner