„სქაი ნიუსი"-ის ინფორმაციით, ლონდონში, პარლამენტის შენობასთან დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის სამი პოლიციელია.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ლონდონში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო თათბირს გამართავს.