logo_geo
eng_logo
„ეს იყო სააკაშვილის მიერ ბეჭდურ მედიაზე განხორციელებული დარტყმის მთავარი მიზეზი...“
- +

22 მარტი. 2017. 22:05


 

„2017 წელს საკმაოდ სერიოზული და ფორსირებული შეტევა დაიწყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დროის მცირე ინტერვალებით ხორციელდება სხვადასხვა სახის პროვოკაციები, რომელთა საზოგადოებისთვის მიწოდება ყველაზე მძაფრი და მუქი ფერებით ხორციელდება, რაც მოსახლეობის მუდმივად დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას იწვევს.

„რუსთავი 2-ის" „საქმე", რომელსაც ჯერ აქციები, შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, არც თუ ისე გამართულად და გასაგებად გახმიანდა, რაც გამყარდა საკმაოდ კარგად დაგეგმილი აქციებით და იმ სატელევიზიო შოუთი, რომელზეც ნიკა გვარამიამ საქართველოზე „გამარჯვება" გამოაცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც ასევე განსხვავებული აქცენტებით და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით მიდის მოსახლეობამდე.

ბათუმში ჩატარებული ვანდალური აქცია, რომელზეც მთავარი პასუხები ჯერ არ გაცემულა (უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების როლი, მათი აქტივობა დ.ა.შ.).

ე.წ. ნარკოტიკების „ჩადებები", რომელშიც პრეზიდენტის ოჯახიც გაერია და რომლის ირგვლივაც შექმნილი ბუნდოვანება, კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

ეს ყველაფერი ხორციელდება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მეშვეობით, რომელიც როგორც შემსრულებელი, საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

რაც შეეხება დამკვეთებს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფერში ლომის წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას" მიუძღვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ პოლიტიკური ძალის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ადვილად მივხვდებით, რომ სამოქმედო გეგმა ე.წ. „ევროპულ საქართველოში" იწერება, ხოლო საზარბაზნე ხორცად, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოდიან.

რადგანაც საქართველოში ტელესივრცე მთლიანად „რუსთავი 2"-ს აქვს დაპყრობილი (ერთი-ორი გამონაკლისი გადაცემის გარდა), ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გამოიყენოს ბეჭდური მედია, რომელიც ე.წ. „პრადვინუტი პიარშიკების" წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისუფლად შეძლებს საინფორმაციო სივრცეში არსებული ბერიერის გარღვევას, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაყურებელი წამიერ ემოციას განიცდის, ხოლო ნაბეჭდი სახით ინფორმაციის მიღება, მისი გადამუშავების, ჩაწვდომის და სწორი ანალიზის გაკეთების საშუალებას აძლევს (კიდევ არის უამრავი ნიუანსი, მაგრამ ახლა არ დავწერ).

სწორედ ეს იყო სააკაშვილის მიერ ბეჭდურ მედიაზე განხორციელებული დარტყმის მთავარი მიზეზი", - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner