logo_geo
eng_logo
„აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის აღმოფხვრის მიმართულებით აქტიური კამპანია უახლოეს მომავალში დაიწყება“
- +

22 მარტი. 2017. 22:44



ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ  „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"  განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის აღმოფხვრის მიმართულებით აქტიური კამპანია უახლოეს მომავალში დაიწყება.


„მთავარი ამოცანა ცნობიერების ამაღლებაშია. ახალგაზრდა შეიძლება ვერ ხვდებოდეს, თუ რამხელა საფრთხის მატარებელია ონლაინ კაზინოებში 50 თეთრით ან 1 ლარით დაწყებული თამაში. მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ის არის, რომ ყველა სკოლაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უნდა ვიქადაგოთ იმ აღუდგენელი ზიანის შესახებ, რომელიც აზარტულმა თამაშებმა შეიძლება მიაყენოს ბავშვს.

 

კანონმდებლობა ძალიან ეფექტურია, ამაზე ეფექტური ვერ იარსებებს, ახლა ეფექტური უნდა გახდეს გამოვლენის შემთხვევები, თუმცა, ონლაინ დანაშაულის გამოვლენა ძალიან რთულია. ვფიქრობ დიდი დრო და დამატებითი რესურსები არ დასჭირდება, რომ ჩვენ დავიწყოთ ახალი კამპანია ამ მიმართულებით. სკოლა უნდა იყოს მზად, სრულიად ახალად გაჩენილ პრობლემებს და გამოწვევებს გავართვათ თავი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner