„ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი მოტოციკლისტს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.