logo_geo
eng_logo
23 მარტის ანონსი - „რეპორტიორის“ პრესკლუბი
- +

22 მარტი. 2017. 22:56



23 მარტს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე ბრიფინგს გამართავს.


თემა: სარეზერვო ძალების კონცეფციის განხილვასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციონალური აღმშენებლობის ცენტრში გამართული შეხვედრის მიმოხილვა და უსაფრთხოების საკითხები.


23 მარტს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში „ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.


23 მარტს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი არჩილ ნადირაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ სარეკომენდაციო წინადადებას წარმოადგენს.


თემა: მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრა და სასამართლო ხელისუფლების თავის გადახედვის პროცესი.


23 მარტს, 12:30 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს.


23 მარტს, 14:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივის" პრეზიდენტი თამაზ ბიბილური ბრიფინგს გამართავს.


თემა: ა.წ. 18 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გასაიდუმლოებული, ფარული, სამარცხვინო ყრილობის ჩატარება და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ ყრილობის გადაწყვეტილებაზე (რეესტრში დარეგისტრირებაზე) უარის გამოცხადების მოთხოვნა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner