logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: განაწყენებული არ წავსულვარ და მზად ვარ, რიგით ჯარისკაცად დავრჩე!
- +

31 მარტი. 2016. 00:52



"რამდენიმე თვის განმავლობაში, დესტრუქციული ძალების მიერ, ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა."- ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


ძალიან ბევრი ვეტერანი შეცდომაში შეიყვანეს და ნებსით თუ უნებლიედ, ისინი პოლიტიკური დესტრუქციული ძალის ინსტრუმენტად იქცნენ. ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, სუს-ის, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც იყვნენ."- აღნიშნა შიხიაშვილმა.


შიხიაშვილის თქმით, მისი საქმიანობით უკმაყოფილო ფიგურალურად 5 კაცი იყო.


 „5 კაცის მოთხოვნის გამო, პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. მაგრამ მათი მოთხოვნების ანგაჟირება აქტიურად ხდებოდა. მე კი, არ მინდოდა, ჩვენი სამსახური და ვეტერანთა ჯგუფი ცალ-ცალკე მხარეებად წარმოჩენილიყო."- განაცხადა მან.


გადაცემაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა,მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.


"ჩემი დანიშვნისას, ვეტერანთა სამსახურის ბიუჯეტი 1 700 000 იყო, ახლა კი, 8 მილიონია. 12 ათასამდე ვეტერანს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა, 4 ათასს კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ჩვენი შუამდგომლობით, ძალიან ბევრი პრობლემა გადაეჭრა. ჩვენს მიერ შექმნილმა სამედიცინო კომისიამ მათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისები დაუფინანსა. ხელისუფლებას ვეტერანთა მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. 25 წლის განმავლობაში პირველად, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს ხელისუფლებამ 1000 ლარიანი სუბსიდია შეუქმნა და C ჰეპატიტის მკურნალობით, ძალიან ბევრ ვეტერანს სიცოცხლის უფლება ახლიდან მისცა."- განაცხადა მან.


მისივე თქმით, ის ამაყობს საკუთარი წარსულით, განაწყენებული არ წასულა  და მზად არის, რიგით ჯარისკაცად დარჩეს.


ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner