logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპსა და ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

22 მარტი. 2017. 23:22



თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი შონ სპაისერის ინფორმაციით, ლონდონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სპაისერის განცხადებით, ლონდონში განვითარებულ მოვლენებს, თეთრი სახლი გმობს.

 

„პრეზიდენტი ტრამპი ლონდონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებულია. ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ მეის. თეთრი სახლი გმობს ლონდონში მომხდარ ფატქს", - აცხადებს შონ სპეისერი.


ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ოთხი, ხოლო დაშავებულია 20 ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner