„ფიგარო" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლონდონის 22 მარტის ტერაქტის დროს სამი ფრანგი სტუდენტი დაშავდა.
ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ბერნარ კაზნევმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლემა რომენ ნადალმა.
„ვადასტურებთ, რომ წმინდა იოსების სკოლის სამი სტუდენტი დაჭრილებს შორისაა", - განაცხადა მან.
სტუდენტები ლონდონში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ინგლისის პარლამენტიდან სტუდენტების გამოყვანა მიმდინარეობს, რომლებიც იქ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.