სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის და ამასთან შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის განცხადებაში.
ბატონიშვილი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი ესპანეთში, 20 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.