logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
- +

22 მარტი. 2017. 23:46



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.


„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის და ამასთან შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის განცხადებაში.


ბატონიშვილი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი ესპანეთში, 20 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner