საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ვიზა-ლიბერალიზაციის ძალაში შესვლის წინ აშკარაა რომ სოციალ ქსელში გააქტიურდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც როგორც ჩანს მიზნად ისახავენ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში და განსაკუთრებით კი - ლეგალური სტატუსის არ მქონე საქართველოს მოქალაქეებში გარკვეული პანიკის შექმნას და ამით „ქართული ოცნების" , ქართული სახელმწიფოს მიღწევისათვის ჩრდილის მიყენებას, ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესისათვის ხელის შეშლას და ქართველი ხალხის არჩევანისთვის - ევროპის ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისკენ მისწრაფების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას...
ვფიქრობ, მარტო ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევა საკმარისი არაა და საჭიროა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მუდმივი ინფორმირება და კონსულტირება... ვიზა-ლიბერალიზაცია პროცესია და ამიტომაც სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა უნდა იყოს უფრო და უფრო მეტად ჩართული ამ პროცესში... მისი ეფექტურად და ჩვენი თანამემამულეების საკეთილდღეოდ განსახორციელბლად",- წერს კვაჭანტირაძე.