logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მოგვენატრება! ძალიან საყვარელი პიროვნება გამოგვაკლდა!
- +

23 მარტი. 2017. 00:46


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ანსამბლ „ქართული ხმების" დამფუძნებლის გია ჭირაქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს

 

„ერთი კვირა არც გასულა, რაც როტონდაში, ილიას ბაღში სცენაზე იდგა და თავისი ბუბუნა და ხავერდოვანი ხმით მღეროდა. წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონებს მიესალმა თავის „ბიჭებთან" ერთად. მოვეფერე, მოვესიყვარულე, მოვიკითხე... რას წარმოვიდგენდი, თუ უკანასკნელი იქნებოდა ეს ჩვენი შეხვედრა.

 

ძალიან, ძალიან საყვარელი პიროვნება გამოგვაკლდა. აი იმ თბილისის, რომელიც ყველას გვენატრება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო უკანასკნელი მოჰიკანი. ნათელი დაადგეს მის სულს. მოგვენატრება! ვუთანაგრძნობ უპირველესად მის ოჯახს და ჩემს მეგობრებს - „ქართულ ხმებს"...." - წერს კვაჭანტირაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner