საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სერგო რატიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოპონენტების მიერ, ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებზე საუბარი და იმით აპელირება, რომ ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით ხდება, სასაცილოა.
„სერგო რატიანი იძახის თურმე, ბაღების დირექტორები იმიტომ გაანთავისუფლეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რომ არიანო.
ვინმემ ურჩიეთ, გაჩუმდეს, თორემ თავის ჭკუაში ხელისუფლებას რომ ბრალს დებს, დაუფიქრებლად ადასტურებს, რომ თავიანთი მმართველობის დროს დირექტორებს პარტიული ნიშნებით ნიშნავდნენ, თან თუ გავიხსენებთ, რომ 207 დირექტორი გაანთავისუფლეს თავიანთი მმართველობის დროს, გამოდის თავის ბრალდებით "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო დებს ბრალს იმაში, რომ პარტიული ნიშნით წარმოდგენილი დირექტორებს ნიშნავსნენ.
თანაც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თუ არიან მართლაც, არსად თქვან და არ შეიმჩნიონ, ისეთი ფინანსური დარღვევები გამოუვლინდათ, მაგათ მიმართ უნდობლობას კიდევ ეგ უნდა?
და ჰო... ამ "აღიარების" მერე, სერგო რატიანმაც და ყოფილი ხელისუფლების დანარჩენმა წარმომადგენლებმა ახლა უკვე ღიად უნდა მოუხადონ ბოდიში ათეულობით დირექტორს პოლიტიკური შევიწროების გამო... ხელისუფლებისგან კი მოვითხოვ, აღნიშნულზე შესაბამისი მოკვლევა დაიწყოს და იმ პირების პასუხისმგებლობა უზრუნველჰყოს, ვინც თავის დროზე პოლიტიკური დევნის სივრცედ აქცია ბაღებიც."- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.