logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა
- +

23 მარტი. 2017. 00:50



დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამბერ რუდმა ლონდონში მომხდარი ტერაქტის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

 

„ჩვენ ჯერ სრულად არ გაგვიცნობიერებია ეს საშინელი ინციდენტი. თუმცა ვიცი, რომ მთელი ქვეყანა, ისევე, როგორც მე, დაშავებულებზე ფიქრობს და მათთვის ლოცულობს. მსურს, მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ოპერატიული მოქმედებისთვის და პატივისცემა გამოვხატო მათი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის მიმართ. ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია.

 

ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამავდროულად, იყვნენ ფხიზლად და თუ რამე საყურადღებოს შენიშნავენ, პოლიციას აცნობონ", - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, ბრიტანელი ხალხი იქნება ერთიანი და იმუშავებს ერთად, რათა დაამარცხოს ყველა, ვინც საერთო ღირებულებებს შეეხება.


„ვგულისხმობ დემოკრატიას, ტოლერანტობას და კანონის უზენაესობას. ეს ღირებულებები ჩვენი პარლამენტის სიმბოლოა და არასოდეს განადგურდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner