საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის მუზეუმის პროექტი დაიწყო. მხარეთა შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დაწყებულია სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების პროექტირება. სასახლის კოლექტივი ჩართულია მუდმივმოქმედი ექსპოზიციის მომზადებაში.
უახლოეს ხანში, იგეგმება სასახლის ისტორიული შენობის შესახებ სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმისა და კატალოგის შექმნა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასახლის სივრცეებში სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების მოწყობა და გახსნა.