„ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" facebook-გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.
„ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელოც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი" - წერია facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
Ambebi.ge ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობის გასარკვევად, მაია რჩეულიშვილის დისშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს დაუკავშირდა.
ნინო დარასელი: ბოლო დროს ვახო ხშირად გრძნობდა თავს შეუძლოდ. რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გამოკვლევა და მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახლა გათიშული წევს რეანიმაციაში.
- რა დიაგნოზი დაუსვეს?
- სიმსივნე დაუდგინდა... მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია წასული. მაიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.