მსახიობი თათული ედიშერაშვილი ტელეკომპანია „იმედზე" სერიალის „შუა ქალაქში" დახურვას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ოდესღაც რაღაც მთავრდება, მაგრამ თუ ეს სწორი ფორმით ხდება არც ისეთი მტკივნეულია! ღრმად ჩავისუნთქავთ და ახალი ეტაპისთვის მზად ვიქნებით მე და თამუნა ნიკოლაძე. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ასეთი სიყვარულითსთვის. დიდი ბედნიერებაა, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და თან ასე უყვარდები ადამიანებს. ხოდა ეს სიყვარული გაძლიერებს! ემოციური დღე იყო, სიტყვებიც ვერ ვიპოვე რამე მეთქვა ან დამეწერა...", - წერს ედიშერაშვილი.