logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! მორიგ ჯერზეც შევძლებთ!
- +

31 მარტი. 2016. 02:01


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს იხსენებს და საზოგადოებას ულოცავს:


„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა.

25 წლის წინ, სწორედ დღეს ყველამ ერთად ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანლებმა, ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით არა საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარით დიახ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს.

იმ დღის სულსკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა.

 

იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების გადალახვას.

 

კიდევ დიდ ხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.

 

ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი!

თუ მაშინ შევძელით დღეს უფრო ადვილია!

აუცილებლად მორიგ ჯერზეც შევძლებთ!

ყველას გილოცავთ!"

 

 

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ღირსახსოვარ ფურცვლად ჩაიწერა 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე"- საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. საყურადღებოა, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.


31 მარტი ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის- ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner