საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით გიორგი ქადაგიძის ინიციატივა იმის შესახებ, რომ გარკვეული სამინისტროები გაუქმდეს ინოვაცია არ არის, რადგან ამ საკითხზე მუშაობა მთავრობამ ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ- მინისტრობის დროს დაიწყო.
ამის შესახებ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში განაცხადა:
„ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს, ოპტიმიზაციის მიზნით, გარკვეული სამინისტროების გაუქმების საკითხზე, აქტიური მუშაობა დაიწყო. ასე რომ, ეს ქადაგიძის ინიციატივა არ გახლავთ. სამინისტროების გაუქმება, მათი ფუნქციების გაუქმებას არ ნიშნავს. ქადაგიძემ განაცხადა, რომ მათი გაუქმებით ასეულობით მილიონი დაიზოგება. სინამდვილეში კი, მაქსიმუმ 5,5 მილიონის დაზოგვაა შესაძლებელი. როგორც ჩანს, ქადაგიძე პოლიტიკაში ჩასართავად ემზადება და პოლიტიკურ განცხადებებს ამიტომ აკეთებს. პარლამენტის ტრიბუნაც პოლიტიკური განცხადებებისთვის სჭირდებოდა." - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.