logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს
- +

23 მარტი. 2017. 11:05


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  „სურსათის ეროვნული სააგენტოს"  კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.


„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ -  ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner