logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური „ოდეერებზე“: ეს სამსახური გაუქმდა!
- +

31 მარტი. 2016. 02:03


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, 25 სტრატეგიულ დაწესებულებაში საკუთარი ოფიცერი დანიშნოს.


როდესაც სუს- გამოეყო შსს-, მას შემდეგ, კანონის მიღების შემდეგ, ეს სამსახური გაუქმდა, იყო დამტკიცებული პარლამენტის მიერ იმ 25 ობიექტზე, სტრატეგიულ ობიექტზე, სადაც უნდა მივლენილიყვნენ ოფიცრები, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ნახევარზე ოდნავ მეტი, 16 კაცამდეც ჯერ არ არის დანიშნული. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ხდება ერთი პირის გადაწყვეტილებით.

ძველ კანონში ეწერა, რომ შს მინისტრი (მაშინ ერთი იყო ეს სტრუქტურა, მთლიანად) იღებდა გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ, - სამინისტრო იყო თუ სამსახური, წარგზავნიდაოდეერს" და იქ უნდა დანიშნულიყო აუცილებლად. დღეს, ეს არის ორმხირივი ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, მიღებული პრაქტიკა, რომ თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგია, ეს ადამიანი არ დაინიშნება. ანუ ასე რომ გადაწყვიტა სუს-ის უფროსმა, რომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს, დაინიშნოს, ამა თუ იმ სამსახურში თუ სამინისტროში, ასე არ ხდება, თუ იქიდან არ იქნება, რა თქმა უნდა, თანხმობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner