logo_geo
eng_logo
ლონდონის ტერაქტის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს
- +

23 მარტი. 2017. 13:03



ლონდონის ცენტრში გუშინ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა პოლიციელი კიტ პალმერი, ასევე, დაახლოებით 40 წლის ქალი და 50 წლამდე ასაკის კაცი, რომელთა ვინაობას პოლიცია არ ამხელს.


საავადმყოფოში 29 ადამიანი ამ დრომდე რჩება. მათ შორის 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


გუშინ ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ტერორისტმა ჯერ მანქანით გადაუარა ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ პოლიციელს დანით დაესხა თავის. პარლამენტის შეიარაღებულმა დაცვამ ბოროტმოქმედი 3 გასროლით ადგილზე გაანეიტრალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner