საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
დღეს, 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.