დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა „BBC" ეთერში განაცხადა, რომ პოლიციის ვერსიით, ლონდონში ტერაქტის შემსრულებელი ისლამურ ტერორიზმთან არის დაკავშირებული.
„პოლიცია გამოძიებას ატარებს, თუ ვინ არის ტერაქტის შემსრულებელი, ჰყავს თუ არა თანამზრახველები, საიდან არის ის.
პოლიცია ოპერატიულად ამოწმებს, იყვნენ თუ არა სხვა პირები ჩართულნი აღნიშნულ ტერაქტში. პოლიციის სამუშაო ვერსია არის ის, რომ ტერაქტი დაკავშირებულია ისლამურ ტერორიზმთან", - განაცხადა მაიკლ ფელონმა.
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა. გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ექვს მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა და შვიდი პირი დააკავა.