„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება.
„მეგობრებო! დღეს პარლამენტში შევიტანე საკანონმდებლო წინადადება. კანონპროექტის მიხედვით: სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია აკრძალოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ახორციელებენ გრანტის გამცემის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ", - წერს ტომარაძე.