logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა: ჟურნალისტიკა მარტო მიკროფონის ხელში ჭერა არ არის!
- +

31 მარტი. 2016. 02:42


აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს "სიღრმეში წვდომისა და მეტის მოთხოვნისკენ" მოუწოდა. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, აღნიშნულის თაობაზე ბარაკ ობამამ აშშ-ის პრესის თავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.


"სამუშაოს კარგად შესრულება მიკროფონის ხელში დაჭერაზე მეტია. ეს გულისხმობს, რომ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოთ საკითხში და გაცილებით მეტი მოითხოვოთ", -განაცხადა ობამამ.


აშშ-ის პირველი პირის თქმით, მსოფლიო ლიდერებთან მას ყველაზე ხშირად ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეკითხებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის საზიანო "საკამათო და ხშირად ვულგარული რიტორიკითაა" პროვოცირებული. მან აღიარა, რომ ფინანსური სირთულეების გამო, მრავალმა ახალი ამბების ორგანიზაციამ რესურსები და პერსონალი შეამცირა.


ობამამ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ისინი საკითხებს კიდევ უფრო ღრმად გაეცნონ, რადგან მისი შეფასებით, დემოკრატია სწორედ ამომრჩევლების ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.


"ამომრჩევლის ინფორმირებულობა თქვენზეა დამოკიდებული, კარგად ინფორმირებულ ამომრჩეველზე კი ჩვენი დემოკრატიაა დამოკიდებული", - განაცხადა ობამამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner