მსახიობი გოგა პიპინაშვილი GOGA.TV-სთან ტრადიციებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ტრადიცია მისთვის მისაღებია.
„გადამეტებული ტრადიციები არ მომწონს, მაგრამ ზოგადად ყველაფერში ზომიერების დაცვის მომხრე ვარ. მეტ-ნაკლებად ყველა ტრადიციული თემა ჩემთვის მისაღებია.
მაგალითად, ქალთა დღე. მახსოვს, როგორ განსაკუთრებულად ვარჩევდი ყვავილებს დედისთვის. ამიტომ ასეთი თბილი მომენტების დაკარგვა ნამდვილად არ ღირს, რადგან ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ", - ამბობს გოგა პიპინაშვილი.
წყარო: www.goga.tv