logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ბევრი რამ დარჩა გამოუქვეყნებელი, როგორ მოვიქცე?
- +

31 მარტი. 2016. 02:44



„განსჯისათვის

მადლობა უფალს ყველაფრისათვის, 1976 წლიდან ვიყავი სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი. იმ დროს ეკლესიაში ძირითადად ასაკოვანი მრევლი იყო, იქ ვხვდებოდი ადამიანებს, რომელთაც ახსოვდათ 1917 წელს მცხეთაში ავტოკეფალიის გამოცხადება, ახსოვდათ კათოლიკოს-პატრიარქები:

კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, ცნობილი და საზოგადოების უმრავლესობისათვის უცნობი სასულიერო პირები, 1976 წლიდან ჩემს თვალწინ ჩაიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანესმა პერიოდმა, კარგად მახსოვს უწმიდესი დავით მეხუთის გარდაცვალება, პანაშვიდები, დაკრძალვა, ახალი პატრიარქის არჩევნების წინა მოვლენები, ვნებათაღელვა, უწმიდესი ილია მეორის აღსაყდრება მცხეთაში, პირველი წირვები, პირველი სირთულეები, მახსოვს მიტროპოლიტები:

ზინობი (მაჟუგა), რომანოზი (პეტრიაშვილი), გიორგი (ღონღაძე), გრიგოლი (ცერცვაძე) ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)... ვესწრებოდი ახალი ეპისკოპოსების ნიკოლოზი (მახარაძე), შიოს (ავალიშვილი), იოანე (ანანიაშვილი), კონსტანტინე (მელიქიძის), დავით(ჭკადუას), ამბროსი (ქათამაძე), თადეოზ(იორამაშვილი), ქრისტეფორე (წამალაიძე), ათანასე (ჩახვაშვილის) კურთხევას, მსოფლიოს მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების სტუმრობას სიონში, სვეტიცხოველში, უწმიდეს ილია მეორის მიერ მირონის მომზადებას სვეტიცხოველში, პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს უშიშროების, საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ლიტერატურია მუზეუმში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებზე ბევრი მასალა შევიდა ჩემს წიგნებში, მაგრამ დარჩა ბევრი რამ გამოუქვეყნებელი (კულუარული ისტორიები, ფრიად საინტერესო და სენსაციური) ბევრს ვფიქრობ როგორ მოვიქცე, ჩემს მეხსიერებას დარჩეს ეს ყოველივე? თუ ვიფიქრო მის გამოქვეყნებაზე?.. თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ჩემთვის ცნობილია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორიის ყველა ნიუანსი, თუ ახალგაზრდა ჰუმანიტარები დაინტერესდებიან შეიძლება დავიწყო საცდელი ლექციები, მასტერკლასები მერე კი ვიფიქრო მისი გამოქვეყნება."

 

სერგო ვარდოსანიძე


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner